6/20/2012

2012 წლის 19 აპრილის ჩატარდა ჰამლეტ გონაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.  პროექტის ხელმძღვანელი თინათინ კოპალიანი.




























წარმოდგენის არალინგვისტური ხერხები

ბევრი ფსიქოლოგი საუბრობს ინფორმაციის ,, ორმაგი კოდირების" თეორიაზე. ამ თეორიის მიხედვით, ცოდნა ორი ფორმით ინახება–ლინგვისტური და წარმოსახვითი ფორმები. ლინგვისტური ფორმა შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორც წინადადებების წყება გრძელვადიან მეხსიერებაში. წარმოსახვითი ფორმა კი გამოიხატება მენტალური სურათებით, ან ფიზიკური შეგრძნებებით, როგორიცაა: სურნელი, გემო, შეხება, ხმა და ა.შ. დადასტურებულია, რომ წარმოდგენის არალინგვისტური ფორმების შექმნაში მოსწავლეთა ხშირი ჩართვა ხელს უწყობს ტვინის მუშაობის სტიმულირებას.
ყოველივე ამის გათვალისწინებით დავგეგმე შემდეგი ღონისძიებები:
7.02. 2011– ნაწარმოების ,, შვლის ნუკრის ნაამბობი" წაკითხვა. გააზრება
8.02.2011 გამოვიყენე წარმოდგენის არალინგვისტური ხერხი, რაც მოიცავს ახალმიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოსწავლეების გონებაში სახეების ჩამოყალიბებას და მიღებული ინფორმაციის გრაფიკული გამოსახულებების შექმნას.