10/30/2011

პროექტი აკაკი წერეთელი

2011 წლის 20 ოქტომბერს  III–4 კლასში ჩატარდა პროექტის ,,აკაკი წერეთელი" დასკვნითი ეტაპი– პრეზენტაცია.





























წარმოდგენის არალინგვისტური ხერხები

ბევრი ფსიქოლოგი საუბრობს ინფორმაციის ,, ორმაგი კოდირების" თეორიაზე. ამ თეორიის მიხედვით, ცოდნა ორი ფორმით ინახება–ლინგვისტური და წარმოსახვითი ფორმები. ლინგვისტური ფორმა შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორც წინადადებების წყება გრძელვადიან მეხსიერებაში. წარმოსახვითი ფორმა კი გამოიხატება მენტალური სურათებით, ან ფიზიკური შეგრძნებებით, როგორიცაა: სურნელი, გემო, შეხება, ხმა და ა.შ. დადასტურებულია, რომ წარმოდგენის არალინგვისტური ფორმების შექმნაში მოსწავლეთა ხშირი ჩართვა ხელს უწყობს ტვინის მუშაობის სტიმულირებას.
ყოველივე ამის გათვალისწინებით დავგეგმე შემდეგი ღონისძიებები:
7.02. 2011– ნაწარმოების ,, შვლის ნუკრის ნაამბობი" წაკითხვა. გააზრება
8.02.2011 გამოვიყენე წარმოდგენის არალინგვისტური ხერხი, რაც მოიცავს ახალმიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოსწავლეების გონებაში სახეების ჩამოყალიბებას და მიღებული ინფორმაციის გრაფიკული გამოსახულებების შექმნას.