11/20/2009

ქ ვ ე ბ ი

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს სხვადასხვა ტიპის ქვები, განასხვავებინოს და დააჯგუფებინოს ქვები თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით.
პროექტის სრული აღწერა: I ეტაპი: ქვების შეგროვება , დაკვირვება, მსგავსება-განსხვავების პოვნა , დახასიათება ზომისა და ფორმის მიხედვით.
II ეტაპი: კვლევის გზით რბილი და მაგარი ქვების გაცნობა.
III ეტაპი: ქვები, როგორც სამშენებლო მასალა.
IV ეტაპი: ძვირფასი ქვები,მათი გამოყენება,საიუვილერო ნაკეთობების დათვალიერება.
V ეტაპი: ლეგენდები ძვირფას ქვებზე (ბრილიანტი, ზურმუხტი, მარგალიტი)
VI ეტაპი: შეგროვებული ქვების მოხატვა , გამოფენის მოწყობა.
VII ეტაპი: ექსკურსია გეოლოგიურ მუზეუმში.
მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: 10 დღე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
· ქვების შეგროვება
· შედარება-დაჯგუფება,დახასიათება
· კვლევა
· დასკვნების გამოტანა
· ილუსტრაციების ნახვა
· ძვირფასი ქვების შესახებ ლეგენდების მოსმენა
· შეგროვებული ქვების მოხატვა.
· ნამუშევრების გამოფენა
· ექსკურსია გეოლოგიურ მუზეუმში.
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლე
· განასხვავებს ქვებს ფერის, ზომის სიმაგრისა და სიმძიმის მიხედვით
· განარჩევს რბილ და მაგარ ქვებს
· იცის რაში შიძლება გამოიყენოს ქვები
სარგებელი სხვებისთვის : ნახავენ და გამოიყენებენ მოძიებულ მასალებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგანთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ხელოვნება .სტანდარტი ბუნებაში I.6.1. აგროვებს დედამიწის ზედაპირზე არსებულ ქვის ნიმუშებს, აჯგუფებს მათ თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით (ფერი, ფორმა, ზომა სიმძიმე.)
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ხვინგია
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
xvingia@gmail.com

11/19/2009

ნ ა გ ა ვ ი

პროექტის შესახებ ინფორმაცია ლემილის საიტზე

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია :
ჩამოუყალიბოს მოსწავლეს დამოკიდებულება საკუთარი გარემოსადმი.
გამოუმუშავოს ქცევითი ჩვევები- გარემოში დაიცვას სისუფთავე.
პროექტის სრული აღწერა:
პროექტის I ეტაპი

მონაწილეთა ასაკი:
6-7 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : დაკვირვება, შედარება, ვარაუდების გამოთქმა, სლაიდშოუს ნახვა, დასკვნების გამოტანა
როგორ გამოვიყენოთ ნაგავი (შესაფუთი მასალიდან ყვავილების, სათამაშოების, დეკორატიული ქოთნების გაკეთება.)
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები განასხვავებენ სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს.
გამოუმუშავდებათ ქმედება გარემოში სისუფთავის შესანარჩუნებლად.
სარგებელი სხვებისთვის :
გამოიყენებენ მოძიებულ მასალებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება. ეროვნული სასწავლო გეგმა, სტანდარტი
I.9.3. განასხვავებს სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს.სიტყვიერი სახით გადმოცემს თავის განწყობას კონკრეტული გარემოს მიმართ.
I.9.4. აღწერს საკუთარ ქმედებას გარემოში სისუფთავის შესანარჩუნებლად.(მაგ. საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება.)
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ხვინგია
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: xvingia@gmail.com
პროექტის ფორუმი:

წარმოდგენის არალინგვისტური ხერხები

ბევრი ფსიქოლოგი საუბრობს ინფორმაციის ,, ორმაგი კოდირების" თეორიაზე. ამ თეორიის მიხედვით, ცოდნა ორი ფორმით ინახება–ლინგვისტური და წარმოსახვითი ფორმები. ლინგვისტური ფორმა შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორც წინადადებების წყება გრძელვადიან მეხსიერებაში. წარმოსახვითი ფორმა კი გამოიხატება მენტალური სურათებით, ან ფიზიკური შეგრძნებებით, როგორიცაა: სურნელი, გემო, შეხება, ხმა და ა.შ. დადასტურებულია, რომ წარმოდგენის არალინგვისტური ფორმების შექმნაში მოსწავლეთა ხშირი ჩართვა ხელს უწყობს ტვინის მუშაობის სტიმულირებას.
ყოველივე ამის გათვალისწინებით დავგეგმე შემდეგი ღონისძიებები:
7.02. 2011– ნაწარმოების ,, შვლის ნუკრის ნაამბობი" წაკითხვა. გააზრება
8.02.2011 გამოვიყენე წარმოდგენის არალინგვისტური ხერხი, რაც მოიცავს ახალმიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოსწავლეების გონებაში სახეების ჩამოყალიბებას და მიღებული ინფორმაციის გრაფიკული გამოსახულებების შექმნას.