6/15/2013

             შემაჯამებელი გაკვეთილი ბუნებაში. თემა - მოგზაურები.

 ნიკოლოზ ბუცინაშვილის გამოძერწილი  მოგზაურები












2013 წლის 8 თებერვალს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩატარდა დასკვნითი ეტაპი პროექტისა-,,დიდი ქართველები-დავით აღმაშენებელი". პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დამსახურების მიხედვით გადაეცათ სიგელები.










2013 წლის   3  ივნისს  IV-4 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ  საგანმანათლებლო გამოფენას ,,ანა ფრანკის,როგორც მწერლის შესახებ“.

 მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენა, ნახეს ანა ფრანკზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი, მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით თამაშებში.






























6/20/2012

2012 წლის 19 აპრილის ჩატარდა ჰამლეტ გონაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.  პროექტის ხელმძღვანელი თინათინ კოპალიანი.




























წარმოდგენის არალინგვისტური ხერხები

ბევრი ფსიქოლოგი საუბრობს ინფორმაციის ,, ორმაგი კოდირების" თეორიაზე. ამ თეორიის მიხედვით, ცოდნა ორი ფორმით ინახება–ლინგვისტური და წარმოსახვითი ფორმები. ლინგვისტური ფორმა შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორც წინადადებების წყება გრძელვადიან მეხსიერებაში. წარმოსახვითი ფორმა კი გამოიხატება მენტალური სურათებით, ან ფიზიკური შეგრძნებებით, როგორიცაა: სურნელი, გემო, შეხება, ხმა და ა.შ. დადასტურებულია, რომ წარმოდგენის არალინგვისტური ფორმების შექმნაში მოსწავლეთა ხშირი ჩართვა ხელს უწყობს ტვინის მუშაობის სტიმულირებას.
ყოველივე ამის გათვალისწინებით დავგეგმე შემდეგი ღონისძიებები:
7.02. 2011– ნაწარმოების ,, შვლის ნუკრის ნაამბობი" წაკითხვა. გააზრება
8.02.2011 გამოვიყენე წარმოდგენის არალინგვისტური ხერხი, რაც მოიცავს ახალმიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოსწავლეების გონებაში სახეების ჩამოყალიბებას და მიღებული ინფორმაციის გრაფიკული გამოსახულებების შექმნას.